მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი „განაჩენების“ აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს შეუძლია.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტი ამას „ივანიშვილის გარეშე ვერ გააკეთებს“.
„გია ხუხაშვილს – გთხოვთ ნუ ტირაჟირებთ არასწორ ინფორმაციას.
ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი „განაჩენების“ აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე „საქმეებისა“. უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
გია ხუხაშვილს – გთხოვთ ნუ ტირაჟირებთ არასწორ ინფორმაციას.
ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი “განაჩენების” აღსრულების გადავადება…
Posted by Mikheil Saakashvili on პარასკევი, 14 ივლისი, 2023
კობახიძე: რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, სამარცხვინოა – ქვეყნის არევა არ გვინდა