LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, იზრდება ტყის ხანძრების რისკი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

355
კკ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში.

აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

magti 5g