LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანიის თანამშრომელთა ჩხუბის გამო ყველა რეისი გაუქმდა

36

აფრიკულმა ავიაკომპანიამ თანამშრომელთა ჩხუბის გამო ყველა რეისი გააუქმა. „BBC“-ის ინფორმაციით, ინციდენტი ტუნისის აეროპორტში მოხდა. Tunisair-ის ლაინერის კაპიტანსა და მეორე პილოტს კონფლიქტი ტექნიკურ პერსონალთან მოუვიდათ. კამათი სულ მალე სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა და აეროპორტში პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სიტუაცია დაარეგულირეს, თუმცა კომპანიას რეისების გაუქმება მაინც მოუხდა.

რაც შეეხება კონფლიქტის მიზეზს, როგორც ცნობილია, ტექნიკურ პერსონალს ახალი უნიფორმა არ მოსწონს და მის ჩაცმაზე სასტიკ უარს აცხადებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები