LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ ბოლო გზაზე ვაცილებთ ამ ხუჭუჭა ბიჭს, ბიჭს ღიმილით სახეზე, ჭინკებით თვალებში და დიდი იმედებით გულში” – მეგობარი გიორგი ყარალაშვილზე

1368
BeFunky-collage - 2023-08-14T223949.949

ხვალ ბოლო გზაზე ვაცილებთ ამ ხუჭუჭა ბიჭს, ბიჭს ღიმილით სახეზე, ჭინკებით თვალებში და დიდი იმედებით გულში, – ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული გიორგი ყარალაშვილის შესახებ წერს.

იხილეთ პოსტი სრულად:

„დათოზე რომ დავწერე, მისამძიმრებდნენ,
რა ახლო მეგობარი დაგიკარგავთო.

მერე სოფიზე დავწერე და სოფი უფრო ახლო მეგობარი ყოფილა, რამხელა ტკივილიაო.
მწარე სინამდვილე კი ის არის,
რომ ჩვენ სამი უძვირფასესი მეგობარი დავკარგეთ…

გიოს ყველაზე უფრო დიდხანს ვიცნობდი,
მასთან უფრო ბევრი რამ მაკავშირებდა.

უამრავი რამ შემიძლია დავწერო და გავიხსენო, ყველგან, ყველგან ერთად ვიყავით, ფესტივალები იყო, მაჩხაანის თეატრის ამბები, არჩევნები თუ სტენსილები.

ნელ-ნელა ადამიანური რესურსი მელეოდა და ვეღარ შევძელი გიოზე დაწერა,
დღეს თავი მოვუყარე ამბებს,
ჩემთვის ყველაზე საყვარელს ამ პოსტში გაგიზიარებთ და დანარჩენებს კომენტარებში,
რომ იცოდეთ როგორი არის გიო.

ჰო ნამდვილად არის
და იქნება იქამდე,
სანამ მათი სახელებით კარგი საქმეების კეთებას არ მოვრჩებით,
ჰოდა ჩვენ ვფიქრობთ რომ არასდროს მოვრჩებით..

გიო პირველად საფრანგეთში რომ ჩავიდა, ჰო სტრასბურგში ცხოვრობდა,
ჰოდა იქ რომ ჩავედი, ისე გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა,
თითქოს წლების უნახავები ვიყავით.

ერთ საღამოს გერმანიაში გადავედი
და რო გაიგო იქ ვიყავი,
სიგარეტები გამომიყოლე,
მანდ იაფიაო,
მერე სიგარეტები რომ მივეცი,
მეთქი არ მინდა ფული, რას იძახი.

უცებ თვალები გაუბრწყინდა,
აი ისე, როგორც გაუბრწყინდებოდა ხოლმე და იცით რა მითხრა?
კაიო, მესმისო,
ამ ფულს იმ სტუდენტებისთვის შევინახავ,
აი თქვენ სულ რომ იძახით, ჩვენს შემდეგ ვისაც დასჭირდება განათლებაში მხარდაჭერა,
იმათ რომ უნდა დავახმაროთო,
ეხლა შენ მართლა ეს ფული დიდად არაფერში წაგადგება და მე სულ მემახსოვრება,
რომ ჩემს შემდეგ თაობას მხარი დავუჭირო,
რო ვიცი სტუდენტობა რა არის,
საკუთარი შემოსავალი რომ მექნება,
ჩემნაირ სტუდენტებს, ყველას მხარი უნდა დავუჭიროო.
ამ ამბავში არის არაფერი და თან ყველაფერი…
ეს ფოტოც მე გადავუღე,
მეთქი გიო, სორბონაში რო ჩააბარე, ჩვენც ჰო უნდა დავწეროთ შენზე.

ბაააააააზარი არაა ქეთიო,
ეგრევე ჩამოვიდა,
მეთქი რამე ისეთი ფოტო გადავიღოთ რაა,
მთელმა მსოფლიომ ხო უნდა გაიგოს და შენით ხო უნდა ვიბლატაოთ.

თვალები ისე აუბრჭყვიალდა,
აი ამ ფოტოშიც ჰო ჩანს,
უხაროდა
ჩვენ რომ გვიხაროდა მისი წარმატება.

მე კი მართლა ძალიან მიხაროდა და ვამაყობდი ყველგან და ყველასთან ♡
ნელ-ნელა მივხვდი, ალბათ მხოლოდ ისაა შესაძლებელი, ტკივილთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ და გავიხსენოთ ისეთები, როგორებიც იყვნენ,
მუდმივად მოცინრები, გახარებულები,
აბრჭყვიალებული თვალებით, ქიზიყური იუმორით და სიამაყით,
იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გაჰქონდათ და ყველგან გვასახელებდნენ ♡
ხვალ ბოლო გზაზე ვაცილებთ ამ ხუჭუჭა ბიჭს,
ბიჭს ღიმილით სახეზე,
ჭინკებით თვალებში
და დიდი იმედებით გულში,
ჰოდა ეს ბოლო გზა
იყოს მათი სახელით კარგი ამბების დასაწყისი!”, – წერს ქეთი მოლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შოვში მომხდარ ტრაგედიას და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები ემსხვერპლნენ.

„ჩვენი საიმედო მომავალი იყავით. მშვიდობით ჩვენო საამაყო და საყვარელო ახალგაზრდებო! თქვენ მუდამ იცოცხლებთ ჩვენს გულებში!“ – საქობოს საჯარო სკოლა სოფო და გიორგი ყარალაშვილებს ემშვიდობება 

„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

„სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა.. იყო ჩვენი დებატების ჩემპიონატის წარმატებული მონაწილე.. სოფი დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის“ – საქართველოს მომავლის აკადემია შოვში დაღუპულ სოფო ყარალაშვილზე

ვიდეო: „სოფი, ვერც გემშვიდობები.. აბა რანაირად ვქნა, როცა აგერ ვიდეოებს ვუყურებ და ასე ცქრიალებ, იცინი და ბედნიერი ხარ.. ტკივილამდე მომენატრები ჰო ზუსტად იცი“ – ქეთი მოლაშვილი სოფო ყარალაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ – ნანა ბაგალიშვილი დავით ბერიაშვილსა და და-ძმა ყარალაშვილებზე

„ახლაც მგონია, მალე გამოჩნდებიან, დავითი ამ პოსტის დაწერაზე მაგარს დამცინებს და მეღადავება – ეს რა დრამა დადგი აქო“ – კოტე კირკიტაძე დავით ბერიაშვილზე და და-ძმა ყარალაშვილებზე საინტერესო ისტორიებს იხსენებს

ფოტო: „ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ხაზს უსვამდა, რომ სადაც მეწყერულ-ღვარცოფული მოვლენები დიდი პრობლემაა, აუცილებელია ტყის საფარის შენარჩუნება, მისი თითოეული პროექტი ქვეყნისთვის უმწვავეს თემებს ეძღვნებოდა“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ გიორგი ყარალაშვილზე

„ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს მედგა ეს მაგარი კაცი გვერდში.. ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ“ – ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

“არა მხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირებულების პარტიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!” – მეგობარი გიორგი ყარალაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g