LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მამაჩემმა ხელი გამარტყა.. ტირილი დაიწყო, შემარცხვინეო“ – გიორგი ყიფშიძე

3029
ფორტუნა - 2023-10-04T224014.003

გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ  მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

გიორგი ყიფშიძის თქმით, მხოლოდ ერთხელ გაარტყა მამამ.

„უბნის კანონების მიხედვით ჩემი კლასელის დაჭრა მომიწია. მაგრად მცემა. მომერია და მე ვუთხარი, „მე თუ შენ არ დაგჭრა-მეთქი“.  ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ყველა მარიგებდა და მეკითხებოდა, „ჰა რას აპირებო“.

ორი ვარიანტი იყო, ან უნდა დამეჭრა, ან ვიქნებოდი…

მოკლედ ხელში დავჭერი.

შემოვიდნენ იმ ადამიანის მშობლები და მამაჩემს უთხრეს, ასე მოხდაო. გადაირია მამაჩემი, მოვიდა და ხელი გამცხო. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მამაჩემმა ხელი გამარტყა. ტირილი დაიწყო, შემარცხვინეო. მაშინ დაიწყო ოჯახში იმაზე ფიქრი, რომ გავერიდებინე უბნიდან, ქალაქიდან და საერთოდ ქვეყნიდან.. ვაჟკაცური რაღაცები მოსული იყო ჩემს ოჯახში, მთავარი იყო, რამე „ისეთი“ არ დამეშავებინა. დანა როგორ იხმარეო, გადარეული იყო მამაჩემი“. – იხსენებს გიორგი ყიფშიძე.

„ახლაც მწერენ, ნარკოტიკს დაანებე თავიო“ – რას ამბობს გიორგი ყიფშიძე მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე

ექსკლუზივი: გიორგი ყიფშიძე ნარკოლოგიურზე, მძიმე დაავადებაზე, ცოლის წასვლაზე და შვილებზე, რომლებსაც დაბადების დღიდან თავად უვლის: „ჩემს შვილებს მშივრებს არ დავტოვებ. მე არ შევჭამ და მათ ვაჭმევ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g