გასულ კვირას, ლონდონში, „ნეტფლიქსის“ მიერ გადაღებული, 4 სერიანი დოკუმენტური ფილმის „ბექჰემის“ პრემიერა შედგა. შოუ ნამდვილად სკანდალური გამოდგა. ვიქტორიამ სწორედ აღნიშნულ ფილმში დაარღვია 20 წლიანი დუმილი და დევიდის ღალატის ფაქტი გაიხსენა.
აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ, მედიის ყურადღება დევიდის ყოფილი თანაშემწის, რებეკა ლოსისკენაა მიმართული. ბოლო დღეებია, რებეკა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მას მხარს უჭერს.
რებეკამ რეალითი შოუს პრემიერის შემდეგ, პირველად მოახდინა რეაგირება აღნიშნულ საკითხზე.
„სეირნობა, საუკეთესო მკურნალია, – ასე დაასათაურა ლოსმა ფოტო.
„იმედი მაქვს, ყველაფერი რიგზე გაქვს“, – დაუკომენტარა მას ერთ-ერთმა გამომწერმა, რაზეც რებეკამ გულის „ემოჯით“ უპასუხა.
„ბრწყინვალედ გამოიყურები, ადამიანებმა კი ცხოვრების გაგრძელება უნდა ისწავლონ“, „რა საჭირო იყო წარსულის ამოქექვა“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, 46 წლის რებეკა ლოსი უკვე მრავალი წელია ქორწინებაში იმყოფება, მას ორი შვილი ჰყავს.