LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შემდეგ: „კატეგორიულად გამოვრიცხავ პოლიტიკით დაკავებას…“

816
ლევან წულაძე

ლევან წულაძემ ახალი თეატრი „თეატრი სახელოსნო 42“  თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა – კულტურის სამინისტრო

ამ გადაწყვეტილების შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება:

„თავიდან ვგეგმავდით, მარჯანიშვილის თეატრში მეორე სივრცე გაგვეკეთებინა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ეს რთული იყო. თავად ცხოვრებამ შეიტანა გეგმებში კორექტივი და გადაწყდა, რომ თეატრს გარეთ მოგვეძებნა შესაბამისი ფართი. როცა ტექნიკური თუ ორგანიზაციული საკითხები მოგვარდა, მივხვდი, რომ ნელ-ნელა უნდა დამეტოვებინა მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობა, რადგან ორივე თეატრს ვერ გავწვდებოდი. მალე წამოვედი ამ პოსტიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თეატრში არ ვიმუშავებ, როგორც რეჟისორი…

სახელმწიფო თეატრი და სახელმწიფო დაფინანსება თქვენს თავისუფლების ხარისხს რამით ზღუდავდა?

ტყუილს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ვინმე რამით ერეოდა ჩვენს საქმიანობაში. პირიქით, კომფორტულიც იყო, რომ დაფინანსება საძებნელი არ გვქონდა, მაგრამ იყო მრავალრიცხოვანი დასი. ჩემი აზრუნვის საგანი იყო მათი დაკავება სპექტაკლებში, რომ ყველა ყოფილიყო დაკმაყოფილებული. ეს კი უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.

ვფიქრობ, 10-15 წელიწადში აუცილებლად უნდა შეცვალო მოქმედების არეალი…

„კოკა-კოლას“ ხელმძღვანელი, თემურ ჭყონია და მისი ქალიშვილი სოფო, ვისი საკუთრებაც ეს ტერიტორიაა და ეს შენობაც, სადაც თქვენ განთავსდით, ხელისუფლების ოპოზიციაში არიან. ბუნებრივია, იაბდება კითხვა, ლევან წულაძე ხომ არ წავიდა ოპოზიციაში?

მესმის კითხვის ლეგიტიმურობა. ვფიქრობ, არც ბატონი თემური და არც სოფო გამოკვეთილი ოპოზიციონერები და ხელისუფლების მოწინააღმდეგენი არ არიან, მათ აქვთ თავიანთი აზრი იმ საკითხებზე, რაც არ მოსწონთ. ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მათ შორის, მეც. რაც შეეხება თქვენს კითხვას, კატეგორიულად გამოვრიცხავ პოლიტიკით დაკავებას. მაქვს ჩემი კონკრეტული საქმე და მიზანი და ჩემთვის თეატრი არის მთავარი“.

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს: „ტყუილს არ ვიტყვი, მინისტრმაც და სხვებმაც მითხრეს ორივეგან იყავიო, მაგრამ ვერ შევძლებ..“

„დიდი მადლობა, რომ შანსი მომეცით ძალიან ძალიან კარგ თეატრში ვყოფილიყავი.. მაგარი საქმე დაიწყეთ ისევ თავიდან“ – კოკო როინიშვილის ემოციური მიმართვა ლევან წულაძეს

„ჩვენ რომ გავმდიდრდებით, ჭოლას ავუშენებთ თეატრსო..გავიდა დრო და ავაშენე, ჩემთვის იქნება ერთი წუთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც გამოვალ გავხსნი თეატრს და ზემოდან ჩემი ბიჭების სულები გადმომხედავენ“ – ლევან წულაძის ერთი ამბავი და მეგობრობის ისტორია

mazda magti 5g