გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა იყო სტუმრად. ია ფარულავამ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
მისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულზე საუბრისას ია ფარულავამ თქვა, რომ ის იყო მიხეილ სააკაშვილი.
„ერთხელ მინდოდა გადაცემაში მეთქვა, ის გადაცემა საერთოდ დაიბლოკა, მეორედ ჩემ გადაცემაში მინდოდა მეთქვა და მითხრეს, არა არ თქვაო… მგონი, შენთანაც ამოჭრიან“. – მიმართა იამ ნანუკა ჟორჟოლიანს.
რაზედაც წამყვანმა უპასუხა, „რა ცუდად მიცნობ“.
„ეს არსად არ მაქვს ეს ნათქვამი. ჩემი მთავარი სიყვარული იყო, მიხეილ სააკაშვილი, ვინ იქნებოდა. მიშამ ჩამომიყვანა ძალით 1998 წელს. დამადგა ლოს – ანჯელესში ჩემ საქმროსთან და ჩემ საქმროს უთხრა, მე მიყვარს ია და ცოლად მომყავსო და მეტი რა მინდოდა… მიშა როგორც ყველა თავის ქალს, მეც ძალიან ცუდად მომექცა…
მიშას როგორც პიროვნებას მე კარგად ვიცნობ. როგორც პოლიტიკოსზე ცუდს ვერასოდეს ვიტყვი.. მან საოცარი რეფორმები გაატარა ჩვენ ქვეყანაში და არ დასცალდა ბევრი რამ. ახლა სრულიად დაუმსახურებლად ზის ციხეში, მაგრამ მიშა არ გეწყინოს, როგორც ქალი, შენ მე ძალიან ცუდად მომექეცი და ეს შენ ძალიან კარგად იცი..
მიშა რომ დაბერდება, 90 წლის რომ გახდება, მერე დავწერ წიგნს, მანამდე არ ვაპირებ არაფრის დაწერას“. – ამბობს ია ფარულავა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“.