LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამხელა მასშტაბზე რომ გავდივართ, ძალიან დიდი შინაგანი სიძლიერე უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა“ – როგორ ემზადება ნიკოლოზ ხარატი ევროვიზიის სცენაზე გასასვლელად

1184
ფორტუნა (2)

2023 წელს, „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი და ანასტასია ვასაძე წარადგენენ.

ევროვიზიაზე გამგზავრებამდე ნიკოლოზ ხარატი საკუთარ ემოციებზე საუბრობს.

„იყო დრო, როცა ვიკითხე, რა ზომის იყო ევროვიზიის სცენა და მაშინ შევადარე ფილარმონიას. მაგრამ როგორც აღმოჩნდა,  ჩემი შედარების გამო სიცილი დაიწყეს და საბოლოო პასუხი გავიგე, რომ  მხოლოდ ერთი დანაყოფი არის ფილარმონიის ხელა.

გამოდის, რომ სულ არის ოთხი ფილარმონიის ხელა და ამხელა მასშტაბზე რომ გავდივართ, ძალიან დიდი შინაგანი სიძლიერე უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა“. – ამბობს ნიკოლოზ ხარატი.

„მაღარიჩს ვიკისრებ.. მაჟრიალებს უკვე ტანში, შეიძლება გული წამივიდეს“ – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი საუბრობენ, რა ემოცია ექნებათ, ევროვიზიაზე, რომ გაიმარჯვონ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g