ბრიტნი სპირსის სკანდალური მემუარებისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, მეუღლესთან, ჯესიკა ბილთან და შვილებთან ერთად მექსიკის კურორტს, კაბო-სან-ლუკასს შეაფარა თავი.
პაპარაცებმა წყვილი სახლში, დასვენების დროს გადაიღეს. ეს ჯასტინის პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტნი სპირსი მისგან ორსულად იყო.
ცნობისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიკმა „ინსტაგრამზე“ კომენტარების ველი გააუქმა, რადგან ვერავინ შეძლოს მის პოსტებზე რაიმეს დაწერა. ცხადია, მომღერალმა ეს გადაწყვეტილება აგრესიული კომენტარებისა და ბულინგის შემცველი შეტყობინებების გამო მიიღო. ამ დრომდე ჯასტინს ბრიტნის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო