LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსის სკანდალური აღიარების შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა „ინსტაგრამზე“ კომენტარების ველი გათიშა

226
ბრიტნი სპირსი

მას შემდეგ, რაც ბრიტნი სპირსის სკანდალური წიგნის „ქალი ჩემში“ შინაარსი  მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ყველა ელოდება ჯასტინ ტიმბერლეიკის ოფიციალურ კომენტარს. საქმე ისაა, რომ ბრიტნი სპირსმა პირველად გაამხილა, რომ წლების წინ ის ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო და ამ უკანასკნელმა მას აბორტის გაკეთება აიძულა. საქმე ეხება 1999 წლიდან 2002 წლამდე პერიოდს, როცა მომღერლები ერთად ცხოვრობდნენ. ცნობილი ხდება, რომ სწორედ ამ ტრაგიკულ ფაქტს მიუძღვნა ბრიტნიმ სიმღერა Everytime, რომელმაც დღეს სულ სხვა დატვირთვა შეიძინა.

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა „ინსტაგრამზე“ კომენტარების ველი წაშალა, რადგან ვერავინ შეძლოს მის პოსტებზე რაიმეს დაწერა. გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წერს, რომ მომღერალმა ეს გადაწყვეტილება აგრესიული კომენტარებისა და ბულინგის შემცველი შეტყობინებების გამო მიიღო. ამ დრომდე ჯასტინს ბრიტნის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ბოლო პოსტი მისი და ჯგუფ NSYNC-ის სიმღერის ლინკია, რომელიც 29 სექტემბერს გამოვიდა.

ჯასტინ ტიმბერლეიკის პირველი რეაქცია ბრიტნი სპირსის სკანდალურ განცხადებაზე

ბრიტნი სპირსმა სიმღერა Everytime არ დაბადებულ შვილს მიუძღვნა – ემოციური ვიდეო ხმის ჩამწერი სტუდიიდან

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები