LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკის პირველი რეაქცია ბრიტნი სპირსის სკანდალურ განცხადებაზე

520
page

ბრიტნი სპირსმა თავის მემუარებში განაცხადა, რომ 20 წლის წინ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, თუმცა, ჯასტინს არ სურდა შვილი, ამიტომ მან ორსულობა შეწყვიტა. მისი სკანდალური განცხადების შემდეგ, საზოგადოების ნაწილი ჯასტინს მწვავედ აკრიტიკებს. სულ ცოტა ხნის მისი პირველი რეაქციის შესახებ გახდა ცნობილი.

„ჯასტინი ფიქრობს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, ორმხრივი იყო. ის აპირებდა, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა და ამ თემაზე არასდროს ესაუბრა. ჯასტინი არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, ის აცნობიერებს იმას, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ამ თემაზე იტყვის, მხოლოდ და მხოლოდ მის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – აცხადებს ინსაიდერი.

ბრიტნი სპირსმა სიმღერა Everytime არ დაბადებულ შვილს მიუძღვნა – ემოციური ვიდეო ხმის ჩამწერი სტუდიიდან

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები