LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყნისთვის ბევრი პოზიტიური რამ გააკეთა.. ევროპის მხარეს შეგვაგდო – რთულია პრეზიდენტი ციხეში იყოს, ვიცი ჩემი და გამოსავალს ეძებდა“ – რას ამბობს ზურაბიშვილის ძმა სააკაშვილზე

266
მიხეილ სააკაშვილი და ოთარ ზურაბიშვილი

„დარწმუნებული ვარ, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, დიდი როლი ჰქონდა. საქართველოს მთავრობა მთლიანად გადააყირავა და ევროპის მხარეს შეგვაგდო“, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარემ და პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, სააკაშვილმა ქვეყნისთვის ბევრი პოზიტიური რამ გააკეთა და სწორედ ამისთვისაა [შეიქმნა] დემოკრატიული სისტემები, რომელიც სწრაფ ცვლილებებზეა.

„იმიტომ რომ შემდეგ იწყება პრობლემები, როცა ხელისუფლებას ჰგონია, რომ მისი პოზიცია, მისი ადგილი, მისი სავარძელი მუდმივია და მერე სხვა მოქმედებებზე გადადის, ეს ასე მოხდა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, რომელიც სააკაშვილის შეწყალებას ეხებოდა, პრეზიდენტის ძმამ ასე უპასუხა:

„იურიდიული საკითხები საკმაოდ რთულადაა და არ ვიცი რას ნიშნავს, სწორედ მის შეწყალებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საჭიროა…

ნამდვილად გამოკეთდა, ეს ვიცი, მაგრამ საჭიროა ბოლომდე გამოკეთდეს. ვფიქრობ, რთულია პრეზიდენტი ციხეში იყოს. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა.

ცოტა რთულია პოლიტიკურ გარემოში, იმიტომ, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილს ახსოვს, რა რთული პირობები გადაიტანა და შეწყალება მათთვის, შესაძლოა მიუღებელი იყოს. ადვილი საკითხი არაა“. – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g