„სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში ჯდომა არ უნდა, ბოდიში, ამაზე მაშინ ეფიქრა, საქართველოში რომ შემოიპარა და მაწონში, თუ სადღაც ჯანდაბაში იჯდა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ამ განცხადებით ელისაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა და სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით იმყოფებოდა.
„მოხარულები ვართ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია... ექიმების რეკომენდაციის შემდეგ გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში“ – რატი ბრეგაძე
„ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ კონკრეტულად ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული.“
ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
„სახალხო პარტიასთან დიდ ბოდიშს ვიხდი და მათ მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმარია და თავსაც ძალიან ჯანმრთელად გრძნობს.
ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგიდან მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული, შეამოწმეს და ნახეს, რომ მშვენიერ პირობებშია, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს და ამბობს, ვისაც დავრდომილი გგონივართ, პუტინის ხალხი ხართო. გეგონება, ერთი წელი თავად არ გაკიოდა, მკლავენო“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.