ნიუ-იორკში CFDA Fashion Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც მსოფლიო კინოსა და მოდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. ყველასგან გამორჩეული იყო დემი მური, რომელსაც ვერცხლისფერ და ოქროსფერ ფერებში გადაწყვეტილი გრძელი კაბა ეცვა.
ვიდეო: „60 წლის გოგონა, შეხედეთ მის სრულყოფილ ფეხებს“ – დემი მურის მორიგი ცეცხლოვანი გამოჩენა
მოგვიანებით დემი მურმა „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ფოტოებისა და ვიდეოების სერია გაავრცელა, რომელშიც გრაციოზულად გამოიყურება.
სხვათა შორის, გასულ თვეს მსახიობი გააკრიტიკეს სახეზე ზედმეტი ფილერის გამოყენების გამო, თუმცა ამჯერად დემი მური საზოგადოების წინაშე ბუნებრივი იერით გამოჩნდა.
„ზედმეტი ფილერი მოუვიდა“ – 60 წლის დემი მური „სკიაპარელის“ ორეულში – ლამაზმანი ვიდეოს ავრცელებს