LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა პრეზიდენტზე: „გაჩერდით, მისი რეიტინგი არ გაიშვას – ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა გათხაროთ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ, გაშიფრული ხართ!“

156
ზარქუა და სალომე

„ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა გათხაროთ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ, გაშიფრული ხართ – ბილბორდზე ჩამოვხსენით, რადგან მიუღებელი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ლიდერები იყვნენ გამოკრული. ასე ავირჩიეთ, გესმით?!“– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

აღნიშნულით ზარქუა გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, „თუ ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქრა“.

საზოგადოების მხარდაჭერის კონტექსტში დასმული კითხვის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი და ლევან ხაბეიშვილი დაახლოებით ერთ სეგმენტზე ოპერირებენ“.

პაპუაშვილი: „ქალბატონ სალომესგან ველოდები ერთადერთ წერილს, სადაც ეწერება, რომ კონსტიტუციას აღარ დაარღვევს – ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებ“

ზარქუას აზრით, ზურაბიშვილი საზოგადოებისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ბილბორდები „ოცნების“ ლიდერების ბილბორდებით ჩაანაცვლეს.

„და აქამდე სად იყო? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ის დიდი ხანია გაემიჯნა ქართულ ინტერესებს, მმართველ პარტიას, ხალხს და არის ხელმოცარულებთან, ვინც არიან რევოლუციურ სცენარებზე, ანტიევროპულ პოლიტიკაზე აქცენტირებულნი.

კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტისგან რას ელოდებოდით? დიდი ხანია ოპოზიციაშია. აქ არაფერია ახალი.

ანრი ოხანაშვილი: საქართველოს ჰყავს ფორმალური პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე გააუქმა მისი ინსტიტუტი და თანამდებობა

ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩაფლავდა, ახლა გამოდის ორ ფრონტზე, ერთი იქნება ჩემი „ხაბე“ და მისი შემადგენლობა, ნუ „ლუზერები“ და აქეთ იქნება ვითომ ახალი სისხლი, მათ შორის ქალბატონი ზურაბიშვილი, გვარამია, „ლელო“, გახარია და დანარჩენი ხელმოცარულები.

როგორც მანამდე ჩაფლავდა ყველა პროექტი და ვერაფერი მოაწყვეს, იგივე ბედი ეწევა ამას, ბარიერის პროცენტს ვერ გადალახავენ, 5 პროცენტიანს. ასე რომ, ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ, თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ იმიტომ, რომ გაშიფრული ხართ.

„ჩვენ ვთქვით, რომ 15-ში ყველანი ვზეიმობთ – მოვიდეს, დადგეს იქ სალომე ზურაბიშვილიც და იზეიმოს, ყავასაც დავალევინებთ და ჩაისაც – რა გზასაც ის ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს“ – ალუდა ღუდუშაური

თქვენ არ ხართ ქართული საზოგადოების, ქართული ინტერესების მხარდამჭერი და გამტარებელი, რისთვისაც ჩვენ მოგიყვანეთ, მხარს გიჭერდით და ავარჩევინეთ ჩვენს მოსახლეობას (თქვენი თავი), ეს მანდატი ნდობის დაკარგეთ როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მის ამ შეხვედრებს რაც შეეხება, ჩემი „ხაბეს“ შეხვედრები რომ ნახოთ ამერიკაში, რამხელა მხარდაჭერა აქვს – დაახლოებით ერთ სეგმენტზე ოპერირებს ორივე, ეს დიდი „ნაციონალური მოძრაობის“ ღირსეული თავმჯდომარეა და ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ბილბორდზე ჩამოვხსენით, რადგან მიუღებელი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ლიდერები იყვნენ იქ გამოკრული.

„ძალაუფლება „გდია ქუჩაში“, ოპოზიცია უნდა დაიხაროს და აიღოს ეს ძალაუფლება.. ახლა რკინის ქალამნებია ჩასაცმელი.. მელიას აქვს ინტერაქციის უნარი, პრეზიდენტმა კი შეიძლება, სერიოზული როლი ითამაშოს ამ პროცესში“ – გია ხუხაშვილი

აი, ასე ავირჩიეთ, გესმით?! და ახლა თქვენ მეუბნებით, რომ ეს ხელმოცარულების გაერთიანება ორი თუ სამი ფრონტით იქნება რამე (წარმატებული)? არაფერი.

ქართველ ხალხს აქვს გააზრებული, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ნიშნავს მშვიდობას, კეთილდღეობას, ევროპულ განვითარებას. გაჩერდით, მისი (ზურაბიშვილის) რეიტინგი არ გაიშვას“. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პრეზიდენტი 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g