დევიდ და ვიქტორია ბექჰემები საშობაოდ ნიუ-იორკში ჩავიდნენ. მათ თან 12 წლის ქალიშვილი, ჰარპერიც ახლავთ. ვარსკვლავური მამა-შვილი პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. მათ ჯერ რესტორან Sadelle’s-ში ივახშმეს, შემდეგ კი სასეირნოდ გაემართნენ.
დევიდი და ჰარპერი საოცრად მხიარულად გამოიყურებოდნენ. მოსიყვარულე მამა ქალიშვილს თბილად ეხუტებოდა. ისინი ბევრს იცინოდნენ. ამ დღეს ჰარპერი ლურჯ სვიტერში იყო გამოწყობილი, დევიდს კი ყავისფერი ქურთუკი ეცვა.