LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართვით სუნთქვაზე აღარაა, თუმცა კვლავ მძიმედაა“ – როგორია მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ 

210
Untitled design (100)

კვლავ მძიმეა მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა აფეთქებული, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ძაღლს ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები.

როგორც „ფორტუნას“ ვეტერინარულ სამედიცინო ცენტრ „ვეტ მედში“ განუცხადეს, ძაღლის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ მძიმეა.

„ჟანგბადი მიეწოდება, მართვით სუნთქვაზე აღარაა, თუმცა კვლავ მძიმედაა, ჯერჯერობით, ვაკვირდებით მდგომარეობას“, – ამბობს ვეტექიმი.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.

„გაუძლო.. ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო“ – როგორია დაშავებული მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g