მომღერალი ლიზა ბაგრატიონი სოციალურ ქსელში გვიზიარებს კადრებს, სადაც ქართველ პიანისტ გიორგი გიგაშვილთან და მომღერალ ნატო მეტონიძესთან ერთად ცნობილ სიმღერებს „ნატვრის ხე“ და „სიყვარული დაფრინავს“ ასრულებს.
არაჩვეულებრივმა შესრულებამ განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა.
ცნობისათვის, 7 იანვარს Falestra-ში ქართული სცენის ვარსკვლავებთან ერთად, დაუვიწყარი საშობაო საღამო გაიმართა, სადაც კონცერტზე მისულმა ადამიანებმა წარსულსა და მომავალში, კარგად დავიწყებული ძველი და ახალი მელოდიებით,ასევე ამაღლებული განწყობით იმოგზაურეს.