წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მიმართვას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
საპატრიარქო: „მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“
როგორც ირმა ინაშვილი წერს, „საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დაემორჩილონ“.
სრული გაუნათლებლობის ზეიმია – სინამდვილეში არა სტალინის, არამედ წმინდა მატრონას ხატია“ – ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული, სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა
„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, საპატრიარქო წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართავს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამავე თემაზე:
ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს
„ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს.. აბსოლუტურად სხვა მუხლს იმსახურებს“ – კოკა მორგოშია
„ალტ-ინფოს“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მსვლელობით მივიდნენ – ფერაძეს შეძახილებით ემუქრებიან
სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი
„სამებაში მომხდარმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია“ – უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებას გეგმავს
„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი – ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“