LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცების 5 ცუდი ჩვევა, რომელიც ქალბატონებს აღიზიანებს

25

ქალბატონებთან ურთიერთობისას მამაკაცის მთავარი იარაღი საკუთარი პლუსების კარგად გამოყენებაა, თუმცა იმის გათვალისწინებთი რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ძნელია დამალო საკუთარი მინუსები. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი გამოკითხვა ჩატარდა, რამაც გამოავლინა მამაკაცის 5 ცუდი ჩვევა, რომელიც ქალბატონებს ძალიან აღიზიანებთ.

 

ვიდეოთამაშები

მამაკაცების უმეტესობა, განტვირთვის საშუალებად ვიდეოთამაშებს მიიჩნევს. მამაკაცებო,  ყველას გვესმის რომ ვიდეოთამაშებში ყველაფერი საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ ურთიერთობებში ქალბატონებთან, მთავარი არაა თამაშებში მომხდარი ისტორიები. ქალბატონებს სიამოვნებთ ყურადღება, გადამეტებულიც კი. შესაბამისად ვიდეოთამაშებში გართული მამაკაცის გვერდით ყოფნა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლისთვის ყველაზე შეურაწმყოფელია. ამიტომ ეს პუნქტი ხუთეულის სათავეშია.

 

საკუთარი ფიზიკური მონაცემების აფიშირება

არავისთვის სასიამოვნო არაა 24 საათის განმავლობაში ადამიანმა საკუთარი ფიზიკური მონაცემების გარშემო იტრიალოს. ასეთი საუბრები არც ერთი სქესის ადამიანს არ სიამოვნებს. ივარჯიშე? ამას ისედაც ყველა ხედავს, სიმპატიური ხარ? ამასაც ყველა ამჩნევს, არაა აუცილებელი ასეთ დეტალებს ურთიერთობაში ხაზი გავუსვათ, ყველაფერი ისედაც თვალნათლივ ჩანს.

 

ჭუჭყიანი ტანისამოსი

იმისათვის, რომ ასეთი რამ არ დაგვემართოს, ხანდახან საჭიროა საკუთარ ტანისამოსს ვუსუნოთ, რის შედეგადაც გავიგებთ შეიძლება თუ მისი ჩაცმა. არ აქვს მნიშვნელობა მარტოხელა მამაკაცი ხარ, თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობ. შენი ტანისამოსი შენია და მისი გაკონტროლება უნდა შეგეძლოს. შეხედეთ ამ საკითხს მეორე მხრიდანაც, ვთქვათ მიდიხართ პაემანზე და თქვენი მეგობარი გოგონა მოდის დასვრილი მაისურით, მოგეწონებათ? ეჭვი მაქვს რომ მისკენ მეორედ არ გაიხედავთ… შესაბამისად მოვექცეთ მანდილოსნებს ისე, როგორც გვინდა რომ მანდილოსანი მოგვექცეს ჩვენ. ეს მხოლოდ ტანისამოსს არ ეხება…

 

ზედმეტი სურნელება ტანისამოსზე

ეს უკვე მეტისმეტია. არ არის აუცილებელი პაემანზე წასვლის წინ სუნამოებით სავსე აბაზანაში ვიბანაოთ.  საერთოდ სუნამოების ხმარების წესი ძალიან მარტივია როგორც კაცისთვის, ისე ქალისთვის. საკმარისია  მხოლოდ ერთი მარტივი მოძრაობით ყურის ბიბილოს ქვეშ მიპკურება და ტანზე ისე, სასხვათაშორისოდ. ქალების უმეტესობას კარგი ყნოსვის უნარი აქვს, შესაბამისად მათში ამ შეგრძნების გაღიზიანება, მათ ხასიათზეც მოქმედებს.

 

სხეულზე ნარჩენების დაყრა

ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, ცოტა არ იყოს და რთულია. არც ერთი სქესის ადამიანს არ მოეწონება პაემანზე ყოფნის დროს რომ, მისმა თანხმლებმა პირმა საკუთარი სხეული თეფშად აქციოს. ეს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც ერთ, ასევე მეორე სქესის წარმომადგენლებსაც.  არ არის აუცილებელი საკუთარ სხეულზე დავიყაროთ ყველა ის იგრენდიენტი რასაც სეირნობის, კინოს ყურების, სადილობის, ვახშმის თუ უბრალოდ გართობის მიზნით მივირთმევთ.  ასეთი საქციელით, არც თქვენ დარჩებით კმაყოფილები და არც თქვენი მეგობარი გოგონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები