„ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, სამშენებლო მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, სამწუხაროა, რომ კონტრაქტორებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის საჭირო ვალდებულებები ვერ შეასრულეს.
„მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები. სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს.
„აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი.“
კალაძე: „მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა - მე, ჩემს მოადგილეს, წერეთლის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს“
ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, სამშენებლო მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა. გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ.
ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე თემას – უსაფრთხოებას სამუშაოების შესრულების დროს, ხარისხს და იმას, რომ კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ დროში ჩაეტიონ.
ზუსტად მაგიტომ გავუშვით [კომპანიები], რომ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და გვეუბნებიან, შეიძლება, თებერვალში გადავიდეს სამუშაოებიო. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“. – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ სისულელე უწოდა იმას, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ახალი კომპანიები, ოპოზიციის თქმით, კორუფციის გზით შეირჩნენ და აღნიშნა:
„კორუმპირებულები, მკვლელები ქურდები ხომ იცით სადაც უნდა მოიკითხოთ, მიბრძანდით და ჰკითხეთ მათ“. – თქვა თბილისის მერმა.