გასული ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიიდან 190 უცხოელი გააძევეს. ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2023 წელს საქართველოდან გაძევებული მოქალაქეების მიხედვით, პირველ ადგილს, 41 გაძევებული მოქალაქით, აზერბაიჯანი იკავებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველო დაატოვებინეს ასევე ირანის 32, ინდოეთის 27, რუსეთის 13 და ეგვიპტის 9 მოქალაქეს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 16-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება, მათი საერთო რიცხვი 85-ია.

