ამერიკელი მსახიობი და პროდუსერი ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობას მიიღებს ფილმში, რომელიც Volkswagen-ის დიზელზე მომუშავე ავტომობილების სკანდალზე იქნება გადაღებული.
ფილმს ჟურნალისტის ჯეკ იუნგის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი წიგნის სცენარის მიხედვით გადაიღებენ, რომელიც სპეციალურად ამ სკანდალის შესახებ შეიქმნა. ფილმს კომპანია Paramount Pictures Appian Way-სთან ერთად იღებს, რომლის პრეზიდენტიც სწორედ ლეონარდო გახლავთ. თუმცა, ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ „დიზელის სკანდალი“ სექტემბრის შუა რიცხვებში გასკდა, რის შედეგადაც გერმანულმა კომპანიამ 18 მილიარდი იზარალა. ხოლო სკანდალიდან რამდენიმე დღეში ავტოკომპანია გენერალური დირექტორის გარეშეც დარჩა.