LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გინესის რეკორდსმენი მოტოციკლეტი აუქციონზე გაიყიდება

198
moto

აუქციონზე 48 ცილინდრიან მოტოციკლეტს ყიდიან. უნიკალური აგრეგატი  Whitelock Tinker Toy, რომელსაც ფუნქციური აგრეგატი აქვს, Bonhams-ის სავაჭრო სივრცეში აპრილის ბოლოსთვის გაიყიდება. მოტოციკლეტი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც სატრანსპორტო საშუალება ყველაზე მეტი ცილინდრით. წინასწარი შეფასებით, მისი ღირებულება 40-დან 60 ათას ფუნტ სტერლინგამდე იქნება.

ტრანსპორტის შემქმნელი ბრიტანელი საიმონ უატლოკია, რომელმაც პროექტი მრავალი წლის წინ დაიწყო, როცა არასტანდარტული მოტოციკლეტებით დაინტერესდა. პირველი 4 ცილინდრიანი Kawasaki-ს შემდეგ ის tinker Toy-მდე მივიდა, რომლის ძრავაც 48 ცილინდრისგან შედგება.

საინტერესოა, რომ ამ მოტოციკლეტით საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილებაც შესაძლებელია, თუმცა არასტანდარტული ფორმის გამო მისი მართვა საკმაოდ არაკომფორტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები