მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways ბათუმის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას.
ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან 16 სექტემბრამდე კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა Jazeera Airways-ს სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა.
ამ ეტაპზე Jazeera Airways რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი-თბილისი-ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.