ცუცა კაპანაძე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიცვალა დედამისი:
„მამის წლისთავი მოდიოდა და უნდა წამოვსულიყავი, თუმცა მანამდე დედამ ტელეფონზე საუბრისას მითხრა, რაღაცები გაგიმზადე, გამოგიგზავნი და მეგობრები დაპატიჟეო. ამ საუბარში რომ ვართ, უცებ კივილი მესმის და მეუბნებიან, რომ დედა აღარ არის. არ ვიცი, ეს როგორი შოკი იყო ჩემთვის. 12 თებერვალს მამა გარდაიცვალა, 14-ში კი – დედა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ. მივხვდი, რომ გავიზარდე, მანამდე ბავშვი ვიყავი…“