LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილმა Lufthansa-ს გენერალურ მენეჯერთან საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ ფრენების გაზრდის საკითხი განიხილა 

148
Lufthansa

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გერმანიის საავიაციო ჯგუფის Lufthansa-ს გენერალურ მენეჯერთან ბერნჰარდ ვოდლთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ კიდევ უფრო მეტი რეგულარული რეისის შესრულების საკითხი განიხილეს.

აღინიშნა, რომ Lufthansa მიმდინარე წელს საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს გაზრდის. კერძოდ, თუკი დღემდე ჯგუფი ოპერირებდა კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ფრენებს 18 სიხშირით შეასრულებს – რეისები განხორციელდება გერმანიის და ავსტრიის 5 ქალაქიდან (ბერლინი, ვენა, მიუნხენი,  დიუსელდორფი, შტუტგარტი).

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი რეისის განხორციელების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, გაზრდილი სიხშირეები საქართველოს აეროპორტების გამტარუნარიანობას გაზრდის და მიმდინარე წელს ხელს შეუწყობს მეტი ევროპელი ტურისტის შემოსვლას ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g