გუშინ, საქართველოში ჩამოსულ UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონ, ილია თოფურიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს.
ილია თოფურიას სანახავად აეროპორტში ასობით თაყვანისმცემელი მივიდა, პოლიცია კი იძულებული გახდა, ფოტოს გადაღებისა და ავტოგრაფის მსურველებისგან დასაცავად, კორდონი გაეკეთებინა.
„ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ. ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი“ -აღნიშნა სამშობლოში დაბრუნებულმა ილია თოფურიამ.
ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა, მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის 21 მარტს გასამართავი უმნიშვნელოვანესი მატჩია.
ილია თოფურია დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.