LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აბბას” Mamma Mia საბრინა კარპენტერის შესრულებით – არტისტი კონცერტებზე საკულტო ჰიტებს აქავერებს

144
677996

პირველად, ცხრა წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, საბრინა კარპენტერი შემოქმედებით მწვერვალზეა. მის მეექვსე სტუდიურ ალბომს – Short n’ Sweet, რომელიც 23 აგვისტოს გამოვიდა, პლატინის სტატუსი მიენიჭა. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, 1 თვის თავზე, დისკის მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

23 სექტემბერს, ამერიკელმა შემსრულებელმა ფირფიტის მხარდასაჭერად, ტურნე დაიწყო. ამჟამად, 25 წლის შემსრულებლი კონცერტებს, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მართავს. ჩრდილოამერიკული კონცერტების სერია, 18 ნოემბრამდე გაგრძელდება, მომავალი წლიდან კი ის ევროპაში გადაინაცვლებს.

აქამდე არნახული პოპულარობის ფონზე, ახალგაზრდა მომღერლის პერფორმანსებზე სრული ანშლაგია. ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მუსიკოსი მასშტაბური გასტროლისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. როგორც ფანები აღნიშნავენ, საბრინამ პოპ ჟანრი ხელახლა გამოაცოცხლა.

ახალი კრებულისა და მისივე სხვა ცნობილი ჰიტების გარდა, კარპენტერმა განაცხადა, რომ შოუების განმავლობაში, აუდიტორიას პოპულარული თამაშის – Spin the Bottle პრინციპით, საკლუტო ჩანაწერების ქავერებსაც შესთავაზებს. ერთი-ერთი პირველი ABBA-ს 1975 წლის სიმღერა – Mamma Mia აღმოჩნდა, რომელსაც პუბლიკა ოვაციებით შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები