დღეიდან 21 იანვრის ჩათვლით, ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლებს, სადაც აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსაც გაეცნობიან.
Matka Travel Fair-ზე, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად მიიჩნევა და რომელსაც ყოველწლიურად 60 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ვიზიტორები რეგიონის და ზოგადად, საქართველოს ტურისტული ადგილების, პროდუქტების, სერვისებისა და მიმართულებების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.
გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

