LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი: ილია მეორე

91
ილია მეორე

„ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვისას განაცხადა.

წირვას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ ორსავე სოფელსა შინა.

ჩვენ გულითადად მივესალმებით ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც ესწრებოდა წირვას. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!”, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს მარიამ მეგვიპტელის კვირა მიულოცა.

პოპულარულები