LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც ალეკო ელისაშვილია მოთავსებული, ბევრად ცუდი პირობებია: ინვენტარი ჟანგიანი, დაზიანებულია – ალეკოს აუკრძალეს ტელეფონის გამოყენება და პაემნით სარგებლობა

168
ადვოკატი ალეკო ელისაშვილზე

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაშია მოთავსებული, სატელეფონო ზარების განხორციელება და პაემნით სარგებლობა აუკრძალეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განუცხადა.

ადვოკატი, რომელმაც დაკავებული პოლიტიკოსი დღეს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მოინახულა, ამბობს, რომ ელისაშვილი ციხეში საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივის.

„მისი მდგომარეობა ჯანმრთელობის კუთხით გაუმჯობესებულია, დაზიანებები, რაც სახის, ხელის არეში ჰქონდა, უკეთესობისკენაა. რეალურად, იგივეს საუბრობს, რასაც სასამართლო პროცესზე ამბობდა, ანუ ამ კუთხით სიახლე არაფერია, იგივე პოზიციაზეა, რა განცხადებაც გააკეთა.

მოგეხსენებათ, ის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაშია, ის მკაცრ დაწესებულებად ითვლება, პირობები შეიძლება ითქვას, რომ არ არის ისეთი სტანდარტის, როგორიც უნდა იყოს, განსხვავებული და ბევრად ცუდი პირობებია სხვა პენიტენციურ დაწესებულებებთან შედარებით. მას აუკრძალეს სატელეფონო საუბრები, არც ხანმოკლე და გრძელვადიანი პაემნების გამოყენების საშუალება არ ექნება“, – აცხადებს გიორგი რეხვიაშვილი.

ალეკო ელისაშვილის მეუღლე: „ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას, რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია“

„ტერორიზმის ბრალდება აბსურდი, სისულელეა. ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს რაღაც დაუმტკიცოს, სიყვარული აუხსნას, ეს მისი პერიფრაზია. ესეც მისი სიტყვებია, მან ასეთი ფორმით, ზოგისთვის უცნაური, თუ კომიკური ფორმით ეცადა რაღაცის დამტკიცებას“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის მეუღლემ, ირინა კილოსანიძემ […]

მისი განცხადებითვე, ინვენტარი, რაც დაწესებულებაშია, ჟანგიანი და დაზიანებულია.

„მხოლოდ ალექსანდრეს შემთხვევაში არაა ასე, სხვა პატიმრებიც იგივე მდგომარეობაში არიან, თვითონ პენიტენციური დაწესებულება არ არის ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს. მაგალითად, ალეკოს წიგნების კითხვა უყვარს, პრობლემა არის ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით, რომ კატალოგის მიხედვით შეარჩიოს წიგნები. დაჟანგებულია ინვენტარი, ძველი და დაზიანებულია, ზოგადი საპირფარეშო, ხელსაბანი, ნიჟარა და ა.შ. საყოფაცხოვრებო პირობების, ხმაურის პრობლემაა“, – აცხადებს ადვოკატი და დასძენს, რომ ელისაშვილთან ჩვენების მოპოვების მიზნით გამომძიებლები ამ დრომდე არ შესულან.

ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების განცხადებით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობითვე, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალეკო ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ავრცელებს

„ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად უსამართლო სასამართლოს მიმართ, ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად – შაბათი დღე აირჩია, რომ არავინ დაზიანებულიყო“ – ადვოკატი

ირაკლი კუპრაძე: „ალეკო ელისაშვილის შესახებ სამი რამ ვიცი – ის რუსეთის რეჟიმის მიერ ტერორიზმის მუხლითაა ძებნილი, პატრიოტი მოქალაქეა და საჯაროდ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g