LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აფხაზი გმირების ლოცვა შეეწევა საქართველოს, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში” – ილია მეორე

116
ILIA

დღეს პატრიაქრმა ილია მეორემ საქართველოს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და სამების ტაძარში წირვა აღავლინა.

კათოლიკოს-პატრიაქრმა ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა, წირვის შემდეგ კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.  

„მე შევთხოვ უფალს, რომ მან თავის ერს ძალა მისცეს. უფლის ჯვარი არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი და ყოველი ერი ამ ჯვრის მტვირთველია. გისურვებთ, რომ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ. ჯვარი იყოს ჩვენი მფარველი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, იმას მოელის აღდგომა და ამაღლება. დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. მათი ლოცვა შეეწევა საქართველოს, გახსნის გზას და აამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. მათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში“, – აღნიშნა ილია მეორემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g