LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აფთიაქში შესული ადამიანი ანტიბიოტიკს თუ ყიდულობს, ფარმაცევტი იქვე ურჩევს, რომ სჭირდება ასევე „კუჭის დამცავი“ და იქვე პრობიოტიკსაც შესთავაზებს. თან რეკომენდაციას მიაყოლებს, რომ „ანტიბიოტიკთან ერთად საჭიროა“ – ამას არავითარი გამართლება არ გააჩნია“ – – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

1504
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ანტიბიოტიკებთან ერთად ე.წ „კუჭის დამცავი“ მედიკამენტის მიღება დაუშვებელია და გამართლება არ აქვს.

„არაერთხელ დამიწერია იმაზე, რომ ჩვენთან ადამიანები უამრავ არასაჭირო წამალს იღებენ. ამის ბევრი მიზეზი არსებობს და ერთ-ერთი მათგანია ის, რომ აფთიაქში შესული ადამიანი, მაგალითად, ანტიბიოტიკს თუ ყიდულობს, ფარმაცევტი იქვე ურჩევს, რომ სჭირდება ასევე „კუჭის დამცავი“ და იქვე პრობიოტიკსაც შესთავაზებს. თან რეკომენდაციას მიაყოლებს, რომ „ანტიბიოტიკთან ერთად საჭიროა“. ამას არავითარი გამართლება არ გააჩნია და ჩემი აზრით, დანაშაულია“, – წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g