ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ბერძნული არდადეგები გრძელდება. ამჯერად მილიარდერის საცოლემ „ინსტაგრამზე“ 500 მილიონ დოლარად შეფასებული იახტიდან ფოტო გაგვიზიარა. 54 წლის მომავალი მისის ბეზოსი მინი თეთრ კაბაში პოზირებს და შესანიშნავად გამოიყურება.
ყოფილი ჟურნალისტი პაპარაცების ფოტოობიექტივში მაშინ მოექცა, როცა წყლის სკუტერს მიაქროლებდა.
„აი ასეთი უნდა იყოს მილიარდერის ქალი“, „საოცრად ეშხიანი ქალია“,– წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ინსაიდერების განცხადებით, ჯეფი და ლორენი მიმდინარე ზაფხულის მიწურულს გეგმავენ დაქორწინებას.
ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის დიდი ბერძნული არდადეგები დაიწყო
როცა მილიარდერი საქმრო სახლში დატოვე – ლორენ სანჩესი ტყავის კაბაში ჯეფ ბეზოსის გარეშე გაშრიალდა