LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „ეს ამბავიც გამოვიყვანეთ, ხუდადოვზე, პაპა გადავიყვანეთ საცხოვრებელ კონტეინერში, სადაც ზამთარში აღარ გაიყინება“

119
აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ქველმოქმედი წერს, ამჯერად საცხოვრებელი კონტეინერი მოუწყვეს პაპას, რომელიც ხუდადოვზე, ქუჩაში ცხოვრობდა.

„ეს ამბავიც გამოვიყვანეთ

ხუდადოვზე, პაპა გადავიყვანეთ საცხოვრებელ კონტეინერში, სადაც ზამთარში აღარ გაიყინება.

სადაც იწვა მაღაზიასთან, იქვე ახლოს დავუდგით გაჩერებასთან და ვინც იცნობდით და ეხმარებოდით, ადვილად იპოვით, თავისი ცუგაც თან ჰყავს და ჩვენც ყოველთვის ყურადღებას მივაქცევთ

ყველა ადამიანი ვნახეთ, ვისაც გარეთ სძინავს და ნელ-ნელა, როგორღაც ყველა უნდა დავაბინაოთ

ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ვინც მეხმარებით – ინფორმაციით, მოხალისეობით, ჩარიცხვით და ნივთებით

აუცილებლად ყველაფერი გამოვა,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g