LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ Honda Civic-ს 16 სექტემბერს წარმოგვიდგენენ

85

 

როგორც უცხოური პრესა იყობინება, ახალ კონცეპტს კომპანია „ჰონდასგან“ 16 სექტემბერს, ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე ვიხილავთ. ჯერ კიდევ გუშინ ვრცელდებოდა ახალი მოდელის სამოყვარულო სურათები, თუმცა დღეს უკვე ირკვევა რომ,  დეტროიტი და ლოს-ანჯელესი მოუთმენლად ელოდება ახალი მოდელის დებიუტს.

 

ახალი მოდელი, წინამორბედისგან განსხვავებით ოდნავ გრძელი იქნება. გარდა ამისა, ახალი მეათე თაობის ავტომობილი საჩუქრად მიიღებს 4 ცილინდრიან, 1.5 ლ ტურბინიან ძრავს, რომელსაც კომპანიის მესვეურებმა თან დაურთეს 6 სიჩქარიანი, მოკლე გადაცემათა კოლოფი. გარდა ამისა, ახალ „სივიკში“ წარმოდგენილი იქნება ახალი CVT (ავტომატური გადაცემათა კოლოფი).

 

ახალ მოდელში გაუმჯობესებული იქნება დამხმარე და უსაფრთხოების სისტემებიც, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემის, კრუიზ კონტროლისა და განახლებული უკანა კამერის ჩათვლით. როგორც კომპანია აცხადებს, ავტომობილი სერიულ წარმოებაში 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის აინვარში ჩაეშვება.