LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახდენილი ოცნებები, ახალი ისტორია, გახარებული, ამაყი და თავდაჯერებული საქართველო… მადლობა, მადლობა ამ სიხარულებისთვის ხვიჩა!“ – ხვიჩა კვარაცხელიას ტრიუმფს ცნობილი სახეები ეხმაურებიან

359
თიკა ფაცაცია, ლიკა კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო.

მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის ტრიუმფს ცნობილი სახეები ეხმაურებიან, მათ შორის არიან ტელეწამყვანები, თიკა ფაცაცია და ლიკა კვარაცხელია:

„ახდენილი ოცნებები, ახალი ისტორია, გახარებული, ამაყი და თავდაჯერებული საქართველო… მადლობა, მადლობა ამ სიხარულებისთვის ხვიჩა!“ – წერს ლიკა ვარაცხელია სოციალურ ქსელში.

ლიკა კვარაცხელიას სტატუსს აზიარებს თიკა ფაცაცია და წერს, რომ 24 წლის გენიოსმა ქართველმა ფეხბურთელმა, ბევრი რამ შეცვალა:

„რამდენი რამ შეცვალა ერთმა 24 წლის გენიოსმა, საკუთარი თავისთვის, თავისი სამშობლოსთვის, ახალგაზრდა მომავალი ფეხბურთელებისთვის, ქართველებისთვის, რომ დავიჯერეთ და სიამაყით გავივსეთ  მსოფლიო ფეხბურთისთვის კვარაცხელია სასწაული ხარ“ – წერს თიკა ფაცაცია.

ახდენილი ოცნებები ⭐️ ახალი ისტორია ⭐️ გახარებული,ამაყი და თავდაჯერებული საქარათველო ⭐️ მადლობა, მადლობა ამ სიხარულებისთვის! Khvicha Kvaratskhelia 💙

Posted by Lika Kv on შაბათი, 31 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g