მესამე პრეზიდენტის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.
გიული ალასანიას თქმითვე, თითქმის ყველაფერი მზად არის, ოჯახმა საქმე სტრასბურგის სასამართლოში რომ გაასაჩივროს:
„უკვე ძალიან გაჭიანურდა და, ვფიქრობ, ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრდება, მგონი ყველაფერი მომზადებულია.
იურიდიულად ყველაფერი მზად არის, ადვოკატებს ბოლო ინფორმაცია სჭირდებათ. თუ ობიექტურობა არსებობს, ამ ადამიანს ეკუთვნის ის, რასაც ვითხოვთ.
რა მოლოდინი უნდა მქონდეს, საბედნიეროდ, დღემდე მათთან ურთიერთობის გამოცდილება არ მქონია და, იმედია, არასდროს აღარ მექნება.
ერთი რამ ვიცი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი კვდება იმიტომ, რომ ქვეყანა ააშენა. აი, ეს ზუსტად ვიცი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს. გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის – გიული ალასანია
