LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალცჰაიმერით დაავადებულ კაცს დაავიწყდა, რომ დაქორწინებული იყო, ცოლი თავიდან შეუყვარდა და მეორედ იქორწინა

49
-methode-times-prod-web-bin-91df2bc0-d364-11eb-b50d-ece47261907f

პიტერ და ლისა მარშალი 12 წლის წინ დაქორწინდნენ და ერთად უბედნიერესი წლები გაატარეს. პიტერს ალცჰაიმერის დიაგნოზი სამი წლის წინ დაუსვეს და მისი მეხსიერებაც მალევე გაუარესდა, მამაკაცს მეუღლესთან პირველი შეხვედრა, ერთად გატარებული წლები და ქორწილიც კი დაავიწყდა.

ლისა იხსენებს, რომ თავიდან ყველაფერი პატარა სიმპტომებით დაიწყო. მამაკაცს ხან გასაღები რჩებოდა, ხან საფულე და ხანაც სიტყვებს ვერ იხსენებდა. თავიდან ამ ყველაფერს ასაკს აბრალებდნენ, შემდეგ კი მიხვდნენ რომ პრობლემა ბევრად უფრო სერიოზული იყო.

ერთ დღესაც წყვილი ტელევიზორს უყურებდა, როდესაც პიტერმა ლისას ხელი სთხოვა. როდესაც ამის შესახებ შვილებმა გაიგეს, გადაწყვიტეს მეორე ქორწილიც გადაეხადათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები