ლეგენდარული ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის, გარდაცვალების შემდეგ, მის ოჯახში მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავა გაჩაღდა. 31 წლის ალენ-ფაბიენ დელონმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ მამამისის ანდერძი ბათილად ცნონ და ქონების გადანაწილება თავიდან მოახდეს.
ალენ-ფაბიენის განცხადებით, 2022 წლის ნოემბერში შედგენილი ანდერძის დროს, დელონს უკვე „საღი აზრი აღარ შერჩენოდა“. მისი აზრით 50-მილიონიანი ქონება არათანაბრად განაწილდა, ქალიშვილმა, ანუშკამ 50% მიიღო, ხოლო ვაჟებს, ალენ-ფაბიენსა და ენტონის მხოლოდ 25-25% გადაეცათ. ალენ-ფაბიენის თქმით, დელონის ქალიშვილი ბოლო წლებში მამასთან ცხოვრობდა და მასზე გავლენის მოხდენა შეეძლო.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერში დელონის კიდევ ერთმა ვაჟმა, ენტონიმ უჩივლა დას და ის მამის ქონების დამალვასა და ანდერძის თავის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა.
საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 2026 წლის 9 მარტს გაიმართება.


