„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
ილჰამ ალიევმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ „ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია“:
„ვიყენებ შესაძლებლობას და მოგილოცავთ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას. გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს წარმატებას. ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი არჩევანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იქნება.
კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო – შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და პრემიერთან გაიმართება
ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
„პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე, „შუა დერეფნის“ პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ამ პროექტში მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სამეზობლოში სხვა ქვეყნებთან. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას.
ვიცით, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა საქართველოსიც ფართოვდება, როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს ძალისხმევა მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც.
ძალიან ბევრის მიღწევა მოვახერხეთ, დეტალებში არ შევალ, ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში, ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებას მომავალში“. – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს, დღეს, 17 იანვარს ეწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას…
Posted by საქართველოს მთავრობა on Friday 17 January 2025