ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე ფოტო გაავრცელა, ეს გახლავთ საარქივო სურათი, რომელიც 1999 წლით თარიღდება და რომელზეც ის ბენ აფლეკთან ერთად პოზირებს. როგორც ჩანს, ჯასტინ ტიმბერლეიკთან რომანამდე პოპის პრინცესას ბენ აფლეკთან პატარა რომანი ჰქონდა.
„მაგარი ფოტოა, ის არაჩვეულებრივი მსახიობია. უი, დამავიწყდა მეთქვა, იმ საღამოს მე და ბენმა ერთმანეთს ვაკოცეთ, ჯანდაბა, სიგიჟეა“, – წერ სპირსი.
„ჯეი ლოს რეაქციას ველით“, „ჯეი ლო მზად ხარ?“, „ამ პოსტის წაკითხვის დროს ბენის საფირმო სახე დაგვანახე“, – არ წყდება კომენტარები.
ბრიტნი სპირსმა ჯასტინ ტიმბერლეიკს ბოდიში საჯაროდ მოუხადა