დათო ოქიტაშვილის ინფორმაციით, “სუხიშვილების” საკონცერტო ტურნე, რომელიც დღეს იწყებოდა უკრაინაში, შექმნილი მდგომარეობის გამო, გაუქმებულია და ახლა, ანსამბლი სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს.
“ამ წამს ვესაუბრე ნინო სუხიშვილს.
როგორც იცით, დღეს იწყებოდა სუხიშვილების დიდი საკონცერტო ტური უკრაინაში.
შექმნილი სიტუაციის გამო ანსამბლი იძულებულია დაბრუნდეს სამშობლოში. უახლოეს ორ საათში დავიძრებით პოლონეთის საზღვრამდე, რადგან ჩვენი ავსტობუსები პოლონურია, ახლა ცდილობენ მწვანე დერეფენის გაკეთებას ჩვენთვის, უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე და ველოდებით საიდან და როდის შევძლებთ გამოფრენას”, უფალი ფარავდეთ მათ”, – წერს დათო ოქიტაშვილი.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ანსამბლმა „სუხიშვილებმა“ პოლონეთის შემდეგ, კიდევ ერთი გასტროლი დააანონსეს, რომელიც 43 კონცერტისგან შედგება. „სუხიშვილები“ უკრაინაში გეგმავდნენ გამგზავრებას.