LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი და სინდი კროუფორდი საყვარელ მამაკაცებთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობენ

188
page

როგორც ცნობილია, ჯორჯ კლუნი და რენდი გერბერი ახლო მეგობრები არიან, მათ ერთობლივი ბიზნესი აქვთ, ისინი ტეკილას აწარმოებენ. მეგობრობენ მათი მეუღლეებიც, ამალი კლუნი და ტოპ-მოდელი, სინდი კროუფროდი. ვარსკვლავები ერთად დიდი დროს ატარებენ და პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდებიან.

რენდი, სინდი, ამალია და ჯორჯი – ვარსკვლავური ოთხეულის გაშრიალება „ანგელოზების ქალაქში“

რამდენიმე დღის წინ  ისინი საფრანგეთში ჩაფრინდნენ და ერთად დაუვიწყარ დროს ატარებენ. პაპარაცებმა ვარსკვლავები მაშინ გადაიღეს, როდესაც სუფთა ჰაერზე ვახშმობდნენ, ბევრს საუბრობდნენ და ერთმანეთის გარემოცვით ტკბებოდნენ. ჯორჯსა და რენდის ყოველდღიური ტანისამოსი ეცვათ, მათი საყვარელი ქალები კი, როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდნენ. ამალიას მოკლე, ჭრელი კაბა ამშვენებდა, სინდის კი იასამნისფერ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი კაბა-ხალათი ეცვა.

მედიის ცნობით, ჯორჯი და ამალი საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ვილის შეძენას აპირებენ, რომლის ღირებულებაც 7,9 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსი ბრედ პიტის ვილის გვერდითაა აშენებული.

ფოტო: ჯორჯ კლუნის მეუღლე, ამალია საზოგადოების წინაშე „შიშველი კაბით“ პირველად გამოჩნდა

„არ შემაწუხოთ“ – 56 წლის სინდი კროუფორდის უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები