LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაზე მეტი რა უნდა გაფუჭდეს ჩვენს ურთიერთობაში, რაც გაფუჭდა? ყველაფერი დასრულებულია და ყველაზე მეტად, რაც მტკივა, ის არის, რომ ჩვენ შორის მეგობრობაც დამთავრდა…“ – როგორ გადაიტანა ქმართან დაშორება სალომე გოგიაშვილმა და ჯანმრთელობის რა პრობლემები შეექმნა

4871
e924e120-8569-4385-8ef8-f3de31965344 (1)

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „სარკესთან მეუღლესთან გაშორების დეტალებზე საუბრობს და საკუთარ ოჯახურ დრამაზე საჯაროდ ლაპარაკობს.

„ვერ ვიტყვი, რომ მარტივად გადავიტანე ეს ყველაფერი, რაც ჩემს თავს მოხდა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ მიყვარს, როდესაც ჩემ გარშემო ადამიანებს ვანერვიულებ, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე, არ შემემჩნია ეს დარდი და საფიქრალი და ამით არ მენერვიულებინა ჩემი ოჯახის წევრები. მაქსიმალურად ვეცადე, ხალხისთვის მეჩვენებინა, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თუმცა ამდენი თვის შემდეგაც კი ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველა ნეგატივისგან გავთავისუფლდი. ვცდილობ, ახალ ცხოვრებასა და ახალ რეალობას შევეგუო.

ამ ფაქტის წინაშე როცა დავდექი, ჩვენ ერთი თვე კიდევ ერთად ვცხოვრობდით, რა თქმა უნდა, ამას თუ ცხოვრება ჰქვია, მაგრამ მივხვდი, რომ არ შემიძლია ამ ყველაფერთან შეგუება. 43 წლის ასაკში ჯოჯოხეთში ცხოვრება არაფრად მიღირდა. მთავარი ამოსავალი წერტილი ჩემი შვილები არიან, რომლებმაც არ უნდა დაინახონ, რომ მე ვარ ცუდად, მაქვს მაღალი წნევა… ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა, რაც არასდროს მაწუხებდა, ყველაფერმა შემაწუხა. როდესაც ეს საშინელება მოხდა ჩემს თავს, ერთი თვე ქუჩაში ვერ გამოვდიოდი, სოციალურ ქსელში არ შევდიოდი, ძალიან ცუდად ვიყავი. დამეწყო გულის პრობლემები, საშინელი წნევა, გარეთ გასვლის შიში. მეგონა, რომ გული წამივიდოდა. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ სულ მეტირებოდა და არასდროს ვტიროდი, რადგან ყველა ოთახში ბავშვი მყავდა და ჩემს ცრემლებს ვერ დავანახვებდი…

ამაზე მეტი რა უნდა გაფუჭდეს ჩვენს ურთიერთობაში, რაც გაფუჭდა? ყველაფერი დასრულებულია და ყველაზე მეტად, რაც მტკივა, ის არის, რომ ჩვენ შორის მეგობრობაც დამთავრდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g