LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

American Music Awards-ის ნომინანტთა გამოცხადებისა და გამართვის თარიღები ცნობილია

130
photo-collage.png (5)

American Music Awards-ის გამართვის თარიღად, 25 მაისი დასახელდა. ცერემონია ლას-ვეგასში, ,,ემჯიემ გრანდ გარდენ არენაზე” ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია ვინ წაიყვანს შოუს, რომელსაც შარშან, ჯენიფერ ლოპესი გაუძღვა.

დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილი, 14 აპრილს გახდება.

აღსანიშნავია, რომ 2025-ში, ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოება” ორ წლიანი პაუზის შემდეგ შედგა. პოპ კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის ორჯერ გადადების მიზეზი, ABC-სთან სამაუწყებლო კონტრაქტის დასრულება გახდა. ახალი შეთანხმების თანახმად, ის ამიერიდან, CBS-ის ეთერში გავა.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორად, ბილი აილიში იქცა. მომღერალმა წარდგენილ შვიდივე, მათ შორის ,,წლის არტისტის” ნომინაციაში მოიგო.

ბილი აილიშის ტრიუმფი American Music Awards-ზე – რატომ არ დაესწრო არტისტი დაჯილდოებას?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები