LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი წყვილი შუა გზაზე მოძრაობისას სექსით დაკავდა, რა დროსაც ხეს დაეჯახა

65

ამერიკელი წყვილი შუა გზაზე მოძრაობისას სექსით დაკავდა, რა დროსაც ხეს დაეჯახა. სიტუაციას ის ფაქტი უფრო ართულებს, რომ ამ დროს ავტომობილის უკანა სავარძელზე მათი ბავშვიც იმყოფებოდა.

„The Independent”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ვაშინგტონის შტატში მოხდა და ამ დროს საჭესთან ოჯახის მამა იჯდა. ავარიის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ავტომობილში შიშველი ცოლ-ქმარი დახვდათ და მათ მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნებოდათ. წყვილი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მძღოლს გარშემომყოფთათვის საფრთხის შექმნისთვის ბრალიც წაუყენეს. რაც შეეხება ავტომობილში მყოფ 3 თვის პატარას, საბედნიეროდ, მას არანაირი დაზიანებები არ მიუღია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები