ამერიკელმა მამაკაცმა უწესრიგოდ მიყრილი ჩუსტების გამო ცოლს სასამართლოში უჩივლა. ქალაქ კლივლენდის მკვიდრი მეუღლისგან ზარალის ანაზღაურებას – 80 ათას დოლარს ითხოვს. საქმე ისაა, რომ არეულობის გამო ის კიბიდან დაგორდა და სერიოზული დაზიანებებიც მიიღო.
ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, ჯონ უოლვორტს სახლის სარდაფში ქილებით სავსე ყუთი ჩაჰქონდა, როდესაც მეუღლის, ჯუდი ჰურის ფეხსაცმელს ფეხი წამოკრა და წონასწორობა დაკარგა. დაგორების შედეგად მან ფეხი და ორივე ხელი მოიტეხა. მოტეხილობებს ოპერაცია დასჭირდა და საბოლოო ჯამში მკურნალობის თანხა 80 ათასი დოლარი იყო.
ამერიკელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მეუღლის ქცევას „ტრაგიკული ძალადობა“ უწოდა. მოსამართლემ მისი პოზიცია არ გაიზიარა და დაადგინა, რომ “ჩუსტები” კარგად შესამჩნევ ადგილას ეწყო და ჯონს არაფერი უშლიდა ხელს მათ დანახვაში.
გამოცემა წყვილის ზუსტ ასაკს არ ასახელებს, მხოლოდ ისაა ცნობილი რომ ისინი პენსიაზე არიან გასულები და თანაცხოვრებაში რამდენიმე ათწლეული გაატარეს. სასამართლო პროცესის დროსაც დაზარალებული და მისი მოპასუხე ქორწინებაში იმყოფებოდნენ.